17 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
ბაქოს პროვოკაციები სამმხრივ განცხადებებში მიღწეული შეთანხმებების ჩაშლას ისახავს მიზნად - ნიკოლ ფაშინიანი

ბაქოს პროვოკაციები სამმხრივ განცხადებებში მიღწეული შეთანხმებების ჩაშლას ისახავს მიზნად - განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა.

რეგიონში სიტუაციის ესკალაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრი, აზერბაიჯანს ადანაშაულებს და ამბობს, რომ სამხედრო პროვოკაცია მიზნად ისახავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შელახვას და სამმხრივ განცხადებებში მიღწეული შეთანხმებების ჩაშლას.

პარალელურად კი, ცნობილი ხდება რომ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მეთაურები, შესაძლოა, ერთმანეთს სამმხრივ ფორმატში შეხვდნენ. როგორც სერგეი ლავროვი ამბობს, შეხვედრას კონსენსუსი სჭირდება.

დღის ამბები