საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსმა კიდევ 74 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელდა - 3 742 პირი.
ბოლო 24 საათში სულ 51 756 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით - 30 538, PCR ტესტით - 21 218.
რაც შეეხება ვაქცინას, გუშინ ქვეყანაში 10 194 დოზის ადმინისტრირება მოხდა.
დადებითობის მაჩვენებელი კი შემდეგია: დღიური - 8,76%, ბოლო 14 დღის - 9,06%, ბოლო 7 დღის - 9,13%.