17 მაისი 2024,   10:29
ვრცლად
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩილეში ასობით ქალმა მარში გამართა

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩილეს დედაქალაქში, მარში ასობით ქალმა გამართა.

აქციის მონაწილეები სანტიაგოში, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სამინისტროს წინ შეიკრიბნენ. მათი თქმით, ისინი ქალებისათვის უფრო მშვიდობიანი გარემოს შექმნისათვის იბრძვიან.

ლათინური ამერიკის ქვეყნებში ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. 

დღის ამბები