ძიუდოს მსოფლიო ტური აბუ-დაბის გრანდ სლემით დასრულდა. ლაშა შავდათუაშვილმა 73 კილოგრამში მეორე საჭიდაო დღეს ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც უზბეკ სპორტსმენთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში, სლოვნიელ მარტინ ჰოიაკს ვაზარით აჯობა.
შავდათუაშვილმა 2021 წელს 4 მედალი მოიპოვა. მან თბილისისა და აბუ დაბის გრანდ სლემებზე ბრინჯაოს მედლები აიღო. ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო.