თეა წულუკიანმა სოფელ ნიქოზში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სამარხი მოინახულა.
ქვემო ნიქოზის მკვიდრის, ბადრი დევიძის საკარმიდამო ნაკვეთში აღმოჩენილია ბრინჯაოს ბრტყელი ცული, ბრინჯაოს და რკინის წინდები და ლითონ-სადნობი ქურის ნიშნები.
ასევე, გამოვლინდა პრეისტორიული პერიოდის ნიმუშები, კერძოდ მტკვარ-არაქსის მასალები და სამარხი მიცვალებულის ნაშთებით.
არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში ჩართული იყვნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც,
"ჩვენ დღეს მოვინახულეთ ის შედეგები, რომელიც ჩვენივე დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდებმა აღმოაჩინეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად და ყოველივე ეს მაფიქრებინებს, რომ გაისადაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ პროექტი სახელწოდებით "არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად", ვინაიდან არქეოლოგებს, რომლებიც გაზაფხულის დადგომისთანავე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიშლებიან თან ახლდნენ სტუდენტები," - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.