26 აპრილი 2024,   20:52
ვრცლად
თურქეთში ძლიერ ქარიშხალს 5 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში ძლიერ ქარიშხალს 5 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა. სტიქიამ რამდენიმე პროვინცია დააზარალა, განსაკუთრებით კი ეგეოსისა და მარმარილოს ზღვის რეგიონები.

ქარიშხალმა დააზიანა ათობით შენობა, ელექტროსადენები, მოგლიჯა ხეები.

ბოსფორის სრუტეში გემების მიმოსვლა დროებით შეწყდა, სტამბოლის აეროპორტში რეისების ნაწილი გადაიდო.

სტიქიის დროს ქარის სიჩქარე სტამბოლში 129 კმ/სთ-ს აღწევდა.

დღის ამბები