საქართველოში ბოლო 24 საათში 80 გარდაცვალების შემთხვევა გამოვლინდა, რაც ლეტალობის მაჩვენებლის საგანგაშო ნიშნულს აღწევს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვაზე საუბრობენ, თუმცა, მათი თქმით, რესურსის გადატვირთვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ხდება.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, სექტორის გადატვირთვა გამოიწვია გახშირებულმა აქციებმა და პირბადის ტარების შემცირებამ.
"პიკური მაჩვენებლის შემცირებას, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ის, რომ მობილობის მაჩვენებელი კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც გარკვეულწილად დაკავშირებულიa აქციებთან, ასევე პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-ია ბოლო პერიოდში, რაც ასევე ძალიან დაბალია. ამდენად, ეს არის უკვე ჩვენი ჩარევის გარეშე ვირუსის ბუნებრივი გავრცელების ტენდენცია, რომელსაც დასჭირდება ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა, რომ დაუბრუნდეს საწყის მაჩვენებლებს.
ჯანდაცვის სისტემა მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით და ეს მაქსიმალური დატვირთვა გრძელდება პრაქტიკულად ოქტომბრის შემდეგ, რაც დიდi დატვირთვაა სამედიცინო პერსონალისთვის. რა თქმა უნდა, რესურსის გადაძაბვის საკითხი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც დგას,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.