23 აპრილი 2024,   19:23
ვრცლად
ბესიკ თამლიანის ბრალი - რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ბესიკ თამლიანს  ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მას გამოძიება პოლიციელისთვის საქმიანობაში ხელშეშლას ედავება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო თამლიანთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

თამლიანი, ამ დროისთვის, დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

"სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა იყო მოსული, შეამოწმეს, აღწერეს დაზიანებები, ასევე იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი," - აღნიშნა ადვოკატმა.

დღის ამბები