ვისაც არ აქვს სმარტფონი, როგორ უნდა მოიქცეს მწვანე სტატუსის წარსადგენად? გამოადგებათ თუ არა, მათ ვაქცინაციის დროს გაცემული საბუთი? - უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განმარტებით, აპლიკაციას covidpass georgia-ს აქვს სკანერი, რომელიც ასკანერებს ნებისმიერი სახის დოკუმენტს, მათ შორის ცნობას, რომელსაც ჩვენ ვაქცინაციის დროს გვაძლევენ და ასევე PCR ცნობას.
"როდესაც ჩვენ აპლიკაციაზე ვსაუბრობდით, წინაპირობა იყო ის, რომ ნებისმიერი საბუთი, რომელიც აქამდე გაიცა და ასევე დატანილია QR კოდი, იძლეოდეს საშუალებას, რომ ადამიანმა მწვანე სტატუსთან მიმართებაში საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინოს. აპლიკაციას covidpass georgia-ს აქვს სკანერი, რომელიც ასკანერებს ნებისმიერი სახის დოკუმენტს, მათ შორის ცნობას, რომელსაც ჩვენ ვაქცინაციის დროს გვაძლევენ და PCR ცნობა,"- აცხადებს გიორგი ღიბრაძე.