26 აპრილი 2024,   21:46
ვრცლად
თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა - საკრებულოში იმყოფება ოპოზიციაც

ახალარჩეული საკრებულოები პირველად ამ წუთებში იკრიბებიან. სხდომები საქართველოს მასშტაბით გაიხსნება იმ შემთხვევაში თუ მათ დეპუტატთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაესწრება. დღეს ყველგან თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.

იქ სადაც უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს სავარაუდოდ ეს პროცესი გაჭიანურდება. მანამდე კი სხდომებს უხუცესი წევრები გაუძღვებიან.

თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა, საკრებულოში იმყოფება ოპოზიციაც. საკრებულოს 50 დეპუტატიდან 29 "ქართული ოცნების" წარმომადგენელია, ხოლო დანარჩენი 21 დეპუტატი 5 ოპოზიციური პარტიიდანაა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, რომ ისინი ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგ გამოდიან და არ აპირებენ მხარი დაუჭირონ საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების არჩევის პროცესს.

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს საკრებულო უნდა იქცეს იმ ადგილას სადაც თბილისელების პრობლემები გაჟღერდება და მათ მოგვარებაზე იმუშავებენ.

თბილისის საკრებულოს წევრის "ნაციონალური მოძრაობიდან" სოფო ჯაფარიძის თქმით, მისი პოლიტიკური ძალა საკრებულოში არის იმისთვის, რომ იბრძოლონ იმ უდიდესი პრობლემების მოსაგვარებლად რომელშიც მოსახლეობა იმყოფება.

თბილისის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ საკრებულოს თანამდებობებზე წარდგენილი იქნებიან უმრავლესობის წევრები, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას შეძლებენ.

დღის ამბები