23 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
ინფიცირებულები და მათთან კონტაქტში მყოფები ​იზოლაციის წესებს არ იცავენ - მაია ბუწაშვილი ეპიდვითარების ​დამძიმების მიზეზებს ასახელებს

საქართველოში კორონავირუსით ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ კრიტიკულად მაღალია. გასულ დღე ღამეში ვირუსით 67 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ კორონავირუსით ინფიცირებულები და მათთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციის წესებს არ იცავენ. 

"რეალურად, ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე. განსაკუთრებით საყურადღებოა გარდაცვლილების რიცხვი, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია. ჯერჯერობით, პროგნოზების გაკეთება რთულია იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნება დინამიკა, ჩვენ ზამთრის სეზონზე ვართ და ისედაც, რესპირატორული ვირუსების პრობლემა დგება ხოლმე ამ სეზონზე. ასევე, გარკვეულწილად, გვაშფოთებს გრიპის შესაძლო თანდართვა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები და თავად კოვიდინფიცირებულებიც კი იზოლაციის წესებს არ იცავენ კარგად. "ომიკრონთან" დაკავშირებით, ჯერჯერობით, ინფორმაცია მწირია. ამ ეტაპზე, პანიკა, რომ ეს ახალი შტამი რაღაც მონსტრია, ნაადრევია, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენად ცვლის ის პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას,"- აცხადებს მაია ბუწაშვილი. 

დღის ამბები