20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
კასპში მოკლული 34 წლის კაცის მეგობარი ბრალს არ აღიარებს - გახმაურებული საქმის სასამართლო დასკვნით ეტაპზეა

გორის რაიონულ სასამართლოში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. დასკვნითი პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს, განსასჯელის სკამზე მოკლულის მეგობარი ზურაბ კახიშვილი ზის, დანაშაულის დაფარვას კი მოკლულის მეუღლეს ქეთევან ჩხაიძეს ედავებიან.

მოკლულის მეგობარმა, ზურაბ კახიშვილმა, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებიან, დღეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება პირველად შეძლო. მან კატეგორიულად უარყო ბრალი და უცენზური სიტყვები გამოიყენა პროკურორებისა და მოკლულის მეუღლის მიმართ, რის გამოც სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. 

რაც შეეხება მოკლულის მეუღლეს, ქეთევან ჩხაიძეს, ის ბრალს აღიარებს. მან მოსამართლეს თხოვნით მიმართა, რომ მინიმალური სასჯელი შეუფარდოს, რათა მალე შეძლოს შვილებთან დაბრუნება. 

სასტიკი მკვლელობა კასპში 13 მარტს მოხდა. მოკლულს 19 ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს და სასაფლაოს ტერიტორიაზე დატოვეს, მისი ცხედარი კი მწყემსმა მეორე დღეს იპოვა.

დღის ამბები