03 მაისი 2024,   21:36
ვრცლად
დელტაზე საშიში მუტაცია "ომიკრონი" უკვე მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა - რას პროგნოზირებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 265 მილიონს აღემატება, გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი 5 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოს შეშფოთებას ახლა "ომიკრონის" ახალი შტამი იწვევს, რომელიც ათობით ქვეყანაში უკვე გამოჩნდა.

ვირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა შეერთებულ შტატებში. ამ ფონზე კი ქვეყნის პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლის ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც აცრაზე და სამოგზაურო შეზღუდვებზეა ორიენტირებული. ჯო ბაიდენი რთულ ზამთარს პროგნოზირებს.

ავსტრალიაში ახალმა შტამმა შიდა გავრცელება დაიწყო. "ომიკრონის" სავარაუდო შემთხვევების გამო, შეზღუდვებს აწესებს ნორვეგია. ახალი რეგულაციების მიხედვით, დასაქმებულები დისტანციურად იმუშავებენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში კი პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. შეზღუდვები წესდება შეკრებაზეც.

რეგულაციებს ამკაცრებს სამხრეთ კორეაც, სადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრის მსურველთათვის კოვიდ პასპორტები ამოქმედდება. გერმანიაში კი აუცრელ ადამიანებს წვდომა მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებზე ექნებათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ არსებული მონაცემების მიხედვით, ომიკრონი სწრაფად ვრცელდება. შესაბამისად, დელტა შტამის საწინააღმდეგოდ მიღებული ზომები უნდა დარჩეს ომიკრონის ახალი შტამის წინააღმდეგ ბრძოლის საფუძვლადაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიჩნიათ, რომ მსოფლიო ახლა უკეთ არის მომზადებული, რადგან მოსახლეოაბს აქვს ვაქცინები.

დღის ამბები