19 აპრილი 2024,   19:22
ვრცლად
სააკაშვილის მოსანახულებლად ჰოსპიტალში მიტროპოლიტი ნიკოლოზი იმყოფება - სასულიერო პირი აპირებს, ექსპრეზიდენტი აზიაროს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი იმყოფება. როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, მიტროპოლიტი ნიკოლოზი აპირებს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი აზიაროს.

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი არაერთხელ იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის N12-ე საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც ის ერთხელ უკვე აზიარა. 

დღის ამბები