16 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
იბრძვიან, რომ ისტორიიდან ივანიშვილის როლი ამოიღონ, ეს არის ბრძოლა ისტორიასთან და პირდაპირი ცენზურა - შალვა პაპუაშვილი ენმ-ზე

მმართველი გუნდის წარმომადგენლები "ისტორიასთან ბრძოლას" და "ცენზურას" უწოდებენ ოპოზიციის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ სახელმძღვანელოდან ამოღებული იყოს ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია. 

"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საქართველოს უახლეს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილის როლის დაკნინება სურს. 

"ისინი, სინამდვილეში, იბრძვიან არა იმისთვის, რომ სახელმძღვანელოდან იქნეს ამოღებული ბიძინა ივანიშვილზე მონაცემები, ისინი იბრძვიან, რომ ისტორიიდან იყოს ამოღებული ამ ადამიანის როლი. ასე რომ, ეს არის ბრძოლა ისტორიასთან, ეს არის ცენზურა. ეს, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის გაგრძელება იმის, რასაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებით - საქართველოს ალტერნატიული ისტორიის შეთხზვის სურვილი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, როდესაც დამფუძნებელ მამად მოიხსენიება მიხეილ სააკაშვილი და ეტყობა არ ეყოთ ამ ისტორიის წიგნში მისი "დამსახურების" წარმოჩენა,"-აცხადებს პაპუაშვილი. 

მმართველი გუნდის წევრის, გია ვოლსკის შეფასებით, "აგვისტოს ომთან" დაკავშირებით სახელმძღვანელოში შეტანილი ჩანაწერი არ აღნიშნავს იმას, რომ ომი საქართველომ დაიწყო. 

"მეც, თქვენც და, ვფიქრობ, ყველას მიგვაჩნია აბსოლუტურად სწორად, რომ ქართული ჯარი შევიდა იმ რეგიონში, სადაც პროვოკაციების შემდეგ მოსალოდნელი იყო აგრესიაც და, რასაკვირველია, საზოგადოების დაცვა იყო ამ ჯარების აუცილებელი წინაპირობა. ეს წერია სახელმძღვანელოში. რაც შეეხება შეკითხვას - არ უნდა იყოს ბავშვისთვის იძულება, რომ გინდა თუ არა იმ რაკურსით ხედავდეს ქვეყნის ისტორიას, როგორც ამას სააკაშვილი ან რომელიმე მისი თანამზრახველი ხედავს. აქ არაფერი ისეთი, რომელიც საქართველოს ინტერესებს დააზიანებს, არ არის, განსხვავებით იმისგან, რაც ჩაიდინეს და რაზეც ხელი მოაწერეს,"-აცხადებს ვოლსკი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები