16 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
რაზე ვერ თანხმდებიან "ნაციონალები" - ენმ-ს სამოქმედო გეგმის 2 სცენარი, რომელიც უმრავლესობისთვის რეალობასთან აცდენილია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილის ხედვა სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, ხელისუფლების ცვლილებაა. ვადამდელი არჩევნები მათი თქმით, ის რაციონალური გზაა, რომელსაც პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლებაც შეუძლია. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ამ მოსაზრების ირგვლივ სრული კონსოლიდირება ვერ ხერხდება.

პოლიტიკური ბრძოლის პრიორიტეტი, "ნაცმოძრაობის" კიდევ ერთი ნაწილისთვის, ექსპრეზიდენტის საპატიმროდან გათავისუფლებაა. პარტიის წევრების თქმით, პროტესტის და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობის მთავარი საკითხი, ახლა სააკაშვილის უპირობო გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები ერთდროულად უნდა იყოს.

რიგგარეშე არჩევნები, ქვეყანაში ყველა ინსტიტუციის ცვლილების წინაპირობად მიაჩნიათ სხვა ოპოზიციურ პარტიებს. "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფებში ამბობენ, რომ სხვა გზით მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასჯელის შემსუბუქება გართულდება. პარტიები აქცენტს, სააკაშვილის უპირობო გათავისუფლების ნაცვლად, სამართლიანი სასამართლოს აუცილებლობაზე აკეთებენ.

ოპონენტების პოლიტიკურ გეგმებს არსებული რეალობისგან აცდენილს უწოდებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ოპოზიციას ახსენებენ, რომ ვადამდელი არჩევნების სამართლებრივი წინაპირობა ქვეყანაში არ არსებობს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, კანონმდებლების აზრით, ამ თემაზე პოლიტიკური დისკურსიც კი არარელევანტურია და კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. მმართველ გუნდში არც იმას გამორიცხავენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პრიორიტეტების განსხვავებულობის გამო, კიდევ ერთხელ გაიყოს.

დღის ამბები