26 აპრილი 2024,   22:40
ვრცლად
ერაყის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან მოტოციკლი ააფეთქეს - არის მსხვერპლი

აფეთქებას ერაყში მსხვერპლი მოჰყვა - ქალაქ ბასრაში საავადმყოფოსთან ახლოს მოხდარი ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი და 20 კი დაშავდა.  

წინასწარი ინფორმაციით, საავადმყოფოსთან ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მოტოციკლი ააფეთქეს. შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები