16 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ანგელა მერკელის ხანა დასრულდა - გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი გახდა

გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი გახდა. შოლცმა ანგელა მერკელი ჩაანაცვლა და ის ახლა გერმანიის რიგით მეცხრე კანცლერია.

ბუნდესტაგში ფარული კენჭისყრა დებატების გარეშე გაიმართა. მასში მონაწილეობა 707-მა დეპუტატმა მიიღო და ოლაფ შოლცს მხარი 395-მა დაუჭირა.

შოლცის პარტია კოალიციის შექმნის მიზნით, მოლაპარაკებებს "მწვანეებთან" და"თავისუფალ დემოკრატებთან" აწარმოებდა. სამმა პარტიამ კოალიციის შექმნაზე შეთანხმება ოფიციალურად გუშინ გააფორმა.

დღის ამბები