25 აპრილი 2024,   02:14
ვრცლად
ფეხბურთის ლეგენდა პელე ჰოსპიტალიზირებულია

ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა პელე ჰოსპიტალიზირებულია. მიზეზი  მსხვილი ნაწლავის სიმსივნესთან დაკავშირებული პრობლემებია, რომელიც მას სექტემბრის თვეში გამოუვლინეს.

სამგზის მსოფლიო ჩემპიონი სან პაულოში ალბერტ აინშტაინის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მოსალოდნელია, რომ მას უახლოეს დღეებში გაწერენ. განცხადებაში არ არის მითითებული მისი სიმსივნის სირთულისა და მკურნალობის მიმდინარეობის დეტალები.

დღის ამბები