16 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ლორთქიფანიძეს უამრავი ქართველისთვის აღმოუჩენია დახმარება, შეიძლება, ერთ-ერთი იყო ცომაიაც - ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატი

ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი ლორთქიფანიძის ადვოკატებს საგამოძიებო უწყებაში ბრალდების დადგენილება გააცნეს. წარედგინათ მტკიცებულებებიც, მათ შორის, აუდიო ჩანაწერი, რომელშიც პროკურატურის მტკიცებით, ლორთქიფანიძე ელგუჯა ცომაიას მითითებებს აძლევს. ლორთქიფანიძეს, რომელიც უკრაინაში იმყოფება, საგამოძიებო უწყება მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებას ედავება.

"გრძელდება პოლიტიკური დევნა გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. რის სანაცვლოდ მისცა ელგუჯა ცომაიამ ეს ჩვენება, ჩემთვის უცნობია, თუმცა, ეს გაირკვევა ძალიან მალე. ცომაიამ ეს მესიჯი როდის მიიღო, რა ვითარებაში, რა პერიოდში, ეს ჩვენთვის უცნობია. გიორგი ლორთქიფანიძე უკვე 7 წელია, თუ მეტი არა, ცხოვრობს უკრაინაში, უამრავ ქართველს შეხვედრია და უამრავი ქართველისთვის აღმოუჩენია დახმარება, არ ვიცი, შეიძლება, ერთ-ერთი იყო ცომაიაც და აქედან აქვს კავშირი,"-აცხადებს ლორთქიფანიძის ადვოკატი გიორგი გელხაური. 

ამავე თემაზე
დღის ამბები