თბილისში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 9 პირი დააკავეს.
"რუსთავი2"-მა გაარკვია უცხოეთში მყოფი იმ ქართველი "კანონიერი ქურდების" ვინაობა, რომლებთან კავშირსაც დაკავებულებს ედავებიან.
საქმეში ფიგურირებს თურქეთში მცხოვრები "კანონიერი ქურდი" - 51 წლის თენგიზ ხოფერია, რომელსაც კრიმინალურ წრეებში "ჭინკას" მეტსახელით იცნობენ.
ასევე საუბარია კიდევ ერთ "კანონიერ ქურდზე" - 39 წლის ირაკლი ყალიჩავაზე ("იკა სოხუმსკი").
სწორედ მათთან კავშირისა და ქურდული სამყაროს დახმარების ბრალდებით, აიყვანეს დღეს 9 პირი თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე.