04 მაისი 2024,   13:31
ვრცლად
ტელესივრცის და რეიტინგების ლიდერი - "ნიჭიერის" მეორე ნახევარფინალმა, კიდევ 3 ფინალისტი გამოავლინა

ტელესივრცის და რეიტინგების ლიდერი - "ნიჭიერის" მეორე ნახევარფინალმა, კიდევ 3 ფინალისტი გამოავლინა.

ოქროს ღილაკის მფლობელი, ამჯერად მაყურებლის რჩეულიც გახდა. ჟიურის გადაწყვეტილებით კი, "ნიჭიერის" ტიტულისთვის, ტრაქტორის მძღოლი, დავით ლეკაშვილი იბრძოლებს. მასთან ერთად 31 დეკემბერს ფინალში, მომღერალ ექიმებსაც ვიხილავთ.

გუშინდელ გადაცემას, 95 000-ზე მეტმა ადამიანმა უყურა.

მაყურებელს კიდევ ერთი ნახევარფინალი ელის სადაც კიდევ 3 ფინალისტი გამოვლინდება, რომლებიც ქვეყნის მთავარი "ნიჭიერის" სტატუსი მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

იმისთვის, რომ მომავალ სამშაბათს მაყურებლებმა საკუთარი ფავორიტი კონკურსანტი ფინალში იხილოს, საჭიროა მხარდამჭერებმა დაურეკონ და დაუმესიჯონ მთელი კვირის განმავლობაში.

მაყურებელი არის ჟიურის წევრი, რომლის აქტიურობაც მომავალი ფინალისტის ბედს განსაზღვრავს.

დღის ამბები