16 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ასოცირებული ტრიოს ქვეყნები ერთობლივი განცხადებით, ევროკავშირს მოუწოდებენ აღიაროს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა

ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმულ ყველა შესაბამის ნაბიჯს და აღიაროს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე და აღინიშნა, რომ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევები, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში.

მე-6 სამიტზე მიღებული ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობაზე, განცხადებები გააკეთეს ქართული დელეგაციის წევრებმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ის სურვილები და მოლოდინები, რაც ქართულ მხარეს ჰქონდა, ასახულია დეკლარაციაში. 

"სამიტი საქართველოსთვის წლის მნიშვნელოვანი მოვლენა იყ, რადგანაც ის მიზნები და სურვილები, რაც სამიტთან დაკავშირებით გვქონდა, ყველაფერი ასახულია დეკლარაციაში. პირველად ევროკავშირის დეკლარაციაში არის საუბარი ასოცირებული ტრიოს შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები აღიარებენ ურთიერთობის იმ ფორმას, რომელიც უკვე შემდგარია," -განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი დასრულებულია. ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ შემდეგი სამიტი 2023 წელს გაიმართება.

დღის ამბები