16 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
"სასამართლო რეფორმები და 19 აპრილის შეთანხმება" - სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დისკუსია გამართა

"სასამართლო რეფორმები და 19 აპრილის შეთანხმება" - ამ თემაზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დისკუსია გამართა. ღონისძიებაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ ორი ანალიტიკური დოკუმენტი წარმოადგინა. პირველ დოკუმენტში გაანალიზებულია თუ რამდენად შესრულდა შეთანხმების ის პუნქტები, რომლებიც სასამართლო რეფორმას ეხება. ხოლო, მეორე ანგარიშში იმ ხარვეზებზეა საუბარი, სადაც კორუფციასა და ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შეზღუდვის რისკებზე კეთდება აქცენტი.

ღონისძიებას სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები და პროფესიული წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები