მიხეილ სააკაშვილს მედიასთან შეხვედრის სურვილი აქვს, ამის შესახებ დღეს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატმა გორის ჰოსპიტალთან განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შემდგომ სარეაბილიტაციო მკურნალობას გადის.
"დღეს მიხეილ სააკაშვილი მზად არის ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ოდენობის ჟურნალისტი, საჯაროდ, კამერების თანდასწრებით მიიღოს და უმასპინძლოს საკუთარ პალატაში, რათა ყველანაირი ეჭვი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც მისტიკურ ინსინუაციებს აქვს ადგილი, გაქრეს და საზოგადოებამაც და მასმედიის წარმომადგენლებმაც იხილონ მისი მდგომარეობა," - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.