16 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
საქართველო და უკრაინა NATO-სთვის შავი ზღვის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან - სტოლტენბერგი

საქართველო და უკრაინა NATO-სთვის შავი ზღვის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბულგარეთის პრემიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი რუსეთის მხრიდან ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში მოკავშირეების დასაცავად მზად უნდა იყოს.

"შავი ზღვის რეგიონში ჩვენ გვყავს ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, საქართველო და უკრაინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონზე როდესაც რეგიონში ასეთ დაძაბულობებსა და გამოწვევებს ვხედავთ. ამის მაგალითია ყირიმის ანექსია. შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რომ ჩვენ ყველა მოკავშირე დავიცვათ. ცხადია გვაქვს კარგის იმედი მაგრამ უარესისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. ამ დროისთვის საფრთხეებს ვერ ვხედავთ, თუმცა დაძაბული სიტუაცია საყურადღებოა. განსაკუთრებით მაშინ როცა რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციას ახდენს, ჩვენ მანამდეც გვახსოვს სამხედრო ძალის გამოყენების ფაქტები. იზრდება რუსეთის მხრიდან აგრესიული რიტორიკა და წითელ ხაზების გავლების მცდელობები.

დღის ამბები