20 აპრილი 2024,   05:44
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა არასრულწლოვნებს შორის - ნუცუბიძის პლატოზე დაჭრილ არასრულწლოვანს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა

გასულ ღამით, ნუცუბიძის პლატოზე, ცივი იარაღით არასრულწლოვანი დაჭრეს. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. სავარაუდოდ, არასრულწლოვანია სავარაუდო დამნაშავეც. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა, თუმცა, ამ ეტაპზე, კონკრეტული მოტივი უცნობია.

შემთხვევა ნუცუბიძის მე-4 პლატოზე მდებარე, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან მოხდა. პოლიციამ სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები უკვე გამოკითხა; ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც. 

როგორც "რუსთავი2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები