ქობულეთში კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ცეცხლი გაჩნდა. უცნობია რა გახდა ხანძრის მიზეზი.
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟი მუშაობს.
როგორც ადგილობრივები განმარტავენ, გვერდით არსებულ სახლებზე ხანძრის გადადების საშიშროება არ არსებობს.
ამ დროისათვის ცეცხლი თითქმის სრულად ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.