06 მაისი 2024,   14:49
ვრცლად
"არც ერთ ქვეყანას, რამდენად დიდი და ძლიერი უნდა იყოს, არ აქვს უფლება, დაადგინოს საზღვრები, დააშინოს პატარა ქვეყნები და მათ რაიმე აიძულოს"- ნედ პრაისი

"არც ერთ ქვეყანას, რამდენად დიდი და ძლიერი უნდა იყოს, არ აქვს უფლება, დაადგინოს საზღვრები, დააშინოს პატარა ქვეყნები და მათ რაიმე აიძულოს" - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა რუსეთის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ნედ პრაისის თქმით, შეერთებული შტატები მზად არის დიპლომატიური დიალოგისათვის, თუმცა ის ორმხრივობის პრინციპზე უნდა იყოს დაფუძნებული.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა დასავლეთისგან საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმება და შესაბამისი იურიდიული გარანტიების გაფორმება მოითხოვა.

დღის ამბები