16 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
დღეს პრეზიდენტი ელენე ხოშტარიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ეროვნული შერიგების მიზნით, პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. სალომე ზურაბიშვილი, ამჯერად, "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას და "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეხვდება.

"მისასალმებელია, რომ პრეზიდენტის განცხადებას უკვე იქცა კონკრეტულ ნაბიჯებად დღეების განმავლობაში და მიმდინარეობს ეს შეხვედრები. მე მაქვს ხედვა, თუ რა იქნება ეროვნული თანხმობისთვის ქვეყანაში აუცილებელი, თუმცა პირველი, თავს შევიკავებ შეხვედრამდე ამაზე საუბრისგან, იმიტომ, რომ ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ, და მეორე - ისიც კარგად მესმის, რომ "ქართული ოცნების" მონაწილეობის გარეშე, რის ვერცერთ ნიშანს ახლა ვერ ვხედავ, სრული ეროვნული თანხმობის მიღწევა იქნება აბსოლუტურად შეუძლებელი, იმიტომ, რომ ეროვნული თანხმობა ნიშნავს, როცა ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები და ისინი არეგულირებს განსხვავებებს.

მიუხედავად ამისა, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ურთიერთ პატივისცემისკენ თუ გამოსავლების ძიება პრეზიდენტთან ერთად, თავისთავად, სრული ეროვნული თანხმობაც რომ არ იყოს, არის სწორი და საჭირო პროცესი,"- აცხადებს ელენე ხოშტარია. 

დღის ამბები