16 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
82-ხმით, ერთის წინააღმდეგ - პარლამენტმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციები გაამკაცრა

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება პარლამენტმა  მესამე მოსმენით დაამტკიცა.

საკანონმდებლო ორგანოში  "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ"კანონში დაგეგმილი ცვლილებები 82-ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს.

ცვლილებების თანახმად, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან, სექტორის დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.

1-ლი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. "შავ სიაში" სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.

ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.

1 მარტიდან, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც.

აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე -  რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.

სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

დღის ამბები