პრეზიდენტთან შეხვედრაზე სახალხო დამცველი იმყოფებოდა. მისი შეფასებით, შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ პრეზიდენტი არის ყველაფრისთვის მზად, რაც იქნება საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დაკვეთა.
"პრეზიდენტს არ სურს, რომ ეს პროცესი აღქმული იყოს, თუნდაც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის გარკვეულ შეთანხმებად, ან გარიგებად. ის ამ პროცესს უფრო ფართოდ უყურებს, თუმცა თუ საზოგადოებრივ დაკვეთას, ან ეროვნულ შეთანხმებას დასჭირდება, არ გამოვრიცხავ, რომ გადადგმული იქნება ეს ნაბიჯები.
ამაზე კონკრეტული დაპირება არ მომისმენია პრეზიდენტისგან, მაგრამ მე დავინახე, რომ ის ყველაფრისთვის მზად არის ნამდვილად. არ მინდა დავავიწროვო ეს პროცესი, თუნდაც მესამე პრეზიდენტის შეწყალებამდე, რადგანაც ეს არის უფრო სერიოზული პროცესი, რომელიც არამარტო ერთ ადამიანს შეეხება, არამედ საზოგადოების ფართო ფენებსა და პოლიტიკურ პირებს,"- აღნიშნავს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.