16 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, საზღვარგარეთიდან რამდენიმე ექიმს ელოდებიან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს კონსულტაციას გაუწევენ

ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ კონსულტაციისთვის ექიმების რამდენიმე ქვეყნიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და აშშ-დან ჩამოყვანა იგეგმება. 

რაც შეეხება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმი ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში მას შესაბამის მკურნალობას ვერ უტარებენ.

"პრეზიდენტი უჩივის საერთო სისუსტეს, გადაადგილების პრობლემები, დისბალანსი, საყურადღებოა ნეიროპათია, ასევე ნეიროდეფიციტი, ამ დღეებში ველოდებით რამდენიმე ექიმს საზღვარგარეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და აშშ-დან, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ,"- განაცხადა წუხელ ღამით მედიასთან მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა.

დღის ამბები