სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 4 ადამიანი ისევ უკანონო ტყვეობაში რჩება. "კურიერის" ინფორმაციით, გატაცებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან და მათ ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს.
გიორგი დემურიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი, რამინ მჭედლიშვილი და ავთანდილ თომაშვილი სოფელ აძვში, წმინდა გიორგის სალოცავთან აიყვანეს.