16 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
დამოუკიდებლობისთვის სჯიან უფრო მეტი დამოუკიდებლობით?! - მამუკა მდინარაძე ლონდა თოლორაიას პასუხობს

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, უწყების ორ ნაწილად გაყოფით ის კიდევ უფრო დამოუკიდებელი ხდება, ხოლო კადრების გათავისუფლება არ იგეგემება. 

"ამ უწყების გაყოფით და ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებით შეუძლებელია ისაუბრო სხვანაირად, თუ არა მათი გაძლიერების შესახებ როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში. ამ უწყებაში მუშაობენ პროფესიონალი ადამიანები, შეუძლებელია, ვინმემ იფიქროს მათი ხელაღებით გათავისუფლებაზე და რაიმე ასეთ ჩარევაზე. ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ყალიბდება, რომელსაც არა კადრების შეკვეცა და გათავისუფლება, არამედ შეიძლება დამატებაც დასჭირდეს. როგორი სასჯელია, როდესაც ორად იყოფა, ფუნქციები კიდევ უფრო ძლიერდება, ინსტიტუტები კიდევ უფრო ძლიერდება, კიდევ უფრო დამოუკიდებელი ხდება და როგორ არის ისე, რომ დამოუკიდებლობისთვის სჯიან უფრო მეტი დამოუკიდებლობით?!"-აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები