16 ნოემბერი 2024,   10:22
ვრცლად
კომუნიკაციების კომისიამ პარლამენტის დარგობრივ კომიტეტს წლიური ანგარიში წარუდგინა

გვიანობამდე გაგრძელდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წლიური ანგარიშის მოსმენა დარგობრივი კომიტეტის ფორმატში. ძირითადი მიმართულებები იყო ტექნოლოგიები ინტერნეტ სივრცეში, განხორციელებული პროექტები, ხარისხის კონტროლი და ბიუჯეტი.

კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ინტერნეტიზაცია მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება - მათ შორის ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება ისეთ ადგილებში, სადაც დღემდე არ იყო.

ბექაურმა ანგარიშის მოსმენის პროცესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კომიტეტზე გაცემული რეკომენდაციები მომავალში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

შეხვედრას დეპუტატებთან ერთად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. იყო მწვავე შეკითხვებიც.

დღის ამბები