მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მნახველები დღეიდან შეზღუდული დროით მოინახულებენ.
ჰოსპიტალთან დილიდან არავინ მისულა, რადგან ექსპრეზიდენტთან მნახველები მხოლოდ 16:00 საათიდან 18:00 საათამდე დაიშვებიან.
გორის ჰოსპიტლის დირექტორმა განცხადება ამის შესახებ გუშინ გააკეთა. მალხაზ ურთქმელიძის თქმით, შეზღუდვა შეეხება შაბათ-კვირის დღეებსაც.