დავით ნარმანიამ სემეკის 2021 წლის საქმიანობა შეაჯამა. დადებითად შეაფასა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებული პროექტები. ყურადღება გამახვილდა სატარიფო პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის ტარიფების მატება არც 2022 წელს იგეგმება.
სემეკის თავმჯდომარის თქმით, 2022 წელს ენერგეტიკის სექტორი გააგრძელებს ნორმატიული ბაზის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებულ განახლებას.