19 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
ციფრული პროკურორი - ჩინელმა მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტი შექმნეს, რომელიც ბრალის წაყენებას შეძლებს 

ჩინელმა მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტი (AI) შექმნეს, რომელსაც დანაშაულის იდენტიფიცირება და კრიმინალების წინააღმდეგ ბრალის წაყენება შეუძლია. AI შანხაის პუდონგის პროკურატურაში გამოცადეს, რომელიც ქვეყნის ყველაზე დიდი რაიონული პროკურატურაა. ამის შესახებ South China Morning Post იუწყება.

ჩინეთში შექმნილ ხელოვნურ ინტელექტი საქმესთან და ეჭვმიტანილთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას დეტალურად ეცნობა. AI-ის შეუძლია დამნაშავეს 97%-ზე მაღალი სიზუსტით წარუდგინოს ბრალი.

აღნიშნულ მოწყობილობას ბრალის წაყენება რვა ყველაზე გავრცელებული დანაშაულის კუთხით შეუძლია. ესენია: საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობა, აზარტული თამაშები, მანქანის უპასუხისმგებლო მართვა, თავდასხმა, ოფიცრის ხელშეშლა, ქურდობა, თაღლითობა და პოლიტიკური წინააღმდეგობაც კი.

ცნობისთვის: AI პროკურორი ჯერჯერობით ფართოდ არ გამოიყენება. მაგრამ აღსანიშნავია ბოლოდროინდელი ტენდენციები, რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ მართლმსაჯულების ან სასჯელაღსრულების კუთხით ადამიანთათვის რუტინულ და მოსაბეზრებელ სამუშაოს მალე რობოტები და ალგორითმები შეითავსებენ.  

დღის ამბები