განსაკუთრებული წინასაახალწლო სამზადისია თბილისში - მთავარი ღონისძიება, გალაკონცერტი რესპუბლიკის მოედანზე ზუსტად 12 საათზე დაიწყება.
იქამდე, საახალწლო განწყობაა ორბელიანის მოედანსა და დედა ენის ბაღში - საბავშვო სივრცეები, ყინულის მოედანი, თოვლის ბაბუ, ანიმატორები, ქართველი მეწარმეების კუთხე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში ამ ყველაფერს საახალწლო სოფელი აერთიანებს.