08 მაისი 2024,   19:40
ვრცლად
ქალი, რომელსაც თვითმფრინავში COVID-19 დაუდასტურდა, 5 საათის განმავლობაში ტუალეტში ჩაიკეტა

ქალი, რომელსაც თვითმფრინავით მგზავრობისას COVID-19 დაუდასტურდა, 5 საათის განმავლობაში ტუალეტში იყო იზოლირებული. 

მიჩიგანის სკოლის მასწავლებელი, მარისა ფოტიეო ჩიკაგოდან რეიკიავიკში, ისლანდიაში მიემგზავრებოდა. მგზავრობის დროს მას ყელი ასტკივდა და თვითმფრინავშივე გაიკეთა Covid 19-ის სწრაფი ტესტი, რომელიც თან ჰქონდა.

მას შემდეგ, რაც ტესტი დადებითი აღმოჩნდა, ქალმა გადაწყვიტა, მგზავრებისა და ეკიპაჟისთვის ვირუსის გადადების საფრთხის შემცირების მიზნით, მთელი ფრენის განმავლობაში თვითმფრინავის ერთ-ერთ ტუალეტში ჩაკეტილიყო.

ამის შესახებ მან ვიდეო გადაიღო და Tik-tok-ის პლატფორმაზე ატვირთა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

დღის ამბები