27 აპრილი 2024,   00:32
ვრცლად
სად არის ნურსულთან ნაზარბაევი - ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცელდება

ყაზახური მედიის ინფორმაციით, ნურსულთან ნაზარბაევმა გუშინ, ოჯახთან ერთად, ყაზახეთი დატოვა. დღეს კი რუსულმა მედია იუწყებოდა, რომ ნაზარბაევი ჩინეთში იმყოფებოდა. 

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის ქვეყნიდან გაქცევა მისმა პრესსპიკერმა უარყო. აიდოს უკიბაი "ტვიტერზე" წერს, რომ ნაზარბაევი კვლავ ყაზახეთშია :

"ელბასი ყაზახეთის დედაქალაქში, ნურ-სულთანში იმყოფება. გთხოვთ, ნუ ავრცელებთ განზრახ მცდარ ინფორმაციას. ელბასი მართავს კონსულტაციებს და შეხვედრებს და პირდაპირ კავშირზე იმყოფება ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევთან,“ - წერს პრესსპიკერი.

ყახაზეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ქვეყანაში 4400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინტენსიურად ისმის სროლის ხმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაკავებულთა შორის "მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებიც" არიან. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარებაა ალმატიში, სადაც დაპირისპირება გრძელდება.

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის პრეს მდივანი აცხადებს, რომ 10 იანვარი ქვეყანაში გლოვის დღეს გამოცხადდა. 

"ქვეყნის რიგ რეგიონებში ტრაგიკული მოვლენების შედეგად მიღებულ მრავალრიცხოვან ადამიანურ მსხვერპლთან დაკავშირებით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გადაწყვიტა, 2022 წლის 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღეს გამოცხადდეს,“ - წერს პრეზიდენტის პრესმდივანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები