26 აპრილი 2024,   18:25
ვრცლად
მექსიკის ციხეში 56 პატიმარი დაშავდა

მექსიკის ციხეში ბუნტის შედეგად 56 პატიმარი დაშავდა. როგორც საჯარო უსაფრთხოების მდივანი ამბობს, მათ დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული.

მისივე თქმით, ციხეში პატიმრები სამრეწველო ქარხნებში მუშაობენ და ხელფასს იღებენ, 5 დაჯგუფება კი მათ ფულს სძალავდა. ხელისუფლებამ აღიარა, რომ პატიმრები ნაწილობრივ აკონტროლებდნენ დაწესებულებას.

საჯარო უსაფრთხოების მდივნის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ მუშაობას საზიანო წესების აღმოსაფხვრელად.

ციხის გარეთ კი დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და პატიმრების ახლობლებს შორის. პატიმრების ახლობლები დაშავებულების შესახებ ინფორმაციის გაცემას ითხოვდნენ. დაპირისპირების დროს დაშავდა 4 ადამიანი.

დღის ამბები