20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
"ომიკრონი" შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ - ბიძინა კულუმბეგოვი

საუბარი იმაზე, რომ "ომიკრონის" შტამი შესაძლოა პანდემიის დასასრულის დასაწყისი იყოს, ამ ვარიანტის გავრცელებისთანავე დაიწყო. თუმცა მაშინვე ისიც ხაზგასმით აღინიშნა, რომ მართალია "ომიკრონი" ნაკლებად ძლიერი და ვერაგია, სამაგიეროდ ის უფრო სწრაფად ვრცელდება.

"ომიკრონის", როგორც კორონავირუსის საბოლოო ვარიანტის დასაშვებობაზე საუბრობს ეპიდემიოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც, თუმცა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატუსში იმასაც აღნიშნავს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, "ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ!"

"ომიკრონის ვარიანტი შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე, ხშირად ისმის მსგავსი შეფასება საქართველოშიც და საერთაშორისო მედიაშიც, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ!"- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

აქვე შეგახსენებთ, ოფიციალური მონაცემებით ამ ეტაპზე საქართველოში "ომიკორნის" შტამი 600 მოქალაქეს დაუდასტურდა, თუმცა რამდენიმე ათეული ნიმუშის კვლევა გრძელდება და არ არის გამორიცხული, ეს რიცხვი სწრაფად გაიზარდოს. 

ამიტომ, ექიმები მოსახლეობას კვლავ აქტიური ვაქცინაციისკენ და პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებენ. 

დღის ამბები