20 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
მოსალოდნელია, რომ "ომიკრონმა" ჩაანაცვლოს დელტა შტამი და უახლოეს თვეებში ის გახდეს დომინანტი მთელ მსოფლიოში - ალექსანდრე გოგინავა

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში ყოველდღიურად უარესდება. "ომიკრონის" პირობებში ინფექციის გავრცელება, აქამდე არსებულ შტამებთან შედარებით უფრო სწრაფად მიმდინარეობს. 12%-მდეა გაზრდილი დადებითობის მაჩვენებელი.

ჩატარებული კვლევების საფუძველზე ექიმები ამბობენ, რომ ბუსტერ დოზა ახალი მუტირებული შტამის წინააღმდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომ სპეციალისტების მოწოდება კვლავ იმუნიზაციის გააქტიურება და სხვა რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვაა.

"საყურადღებოა "ომიკრონის" გავრცელება და მოსალოდნელია, რომ მან ჩაანაცვლოს დელტა შტამი და უახლოეს თვეებში გახდეს დომინანტი მთელ მსოფლიოში. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და ბევრი ადამიანი შეიძლება ერთდროულად დაინფიცირდეს, განსაკუთრებით რისკჯგუფებში, ასაკობრივ ადამიანებში და ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, არსებობს რისკები, რომ მძიმედ წავიდეს. ამიტომ, აუცილებელია გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილის ჯავარა უგრეხელიძის განცხადებით, დადასტურებული შემთხვევები საკმაოდ ბევრია - 3 000-ზე მეტი შემთხვევა და NCDC-ის ინფორმაციით, აქედან 10% ომიკრონია.

დღის ამბები