03 მაისი 2024,   21:05
ვრცლად
ცნობები მოვლენების ეპიცენტრიდან - "კურიერის" გადამღები ჯგუფი უკვე ყაზახეთის ტერიტორიაზეა  

"კურიერის" გადამღები ჯგუფი უკვე ყაზახეთის ტერიტორიაზეა. რამდენიმე დღიანი შეზღუდვის შემდეგ ქვეყანაში უცხოური მედია შეუშვეს, მათ შორის "კურიერის" კორესპონდენტიც.

ალმათში, იქ სადაც მოვლენების ეპიცენტრია, რამდენიმე საათში იქნება ბექა პატურაშვილი.

დღეიდან ყაზახეთში უნდა დაიწყოს უცხოური ჯარების გაყვანის პროცესი. ისინი გასული დღეების განმავლობაში სრულად აკონტროლებდნენ სიტუაციას.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ყაზახეთის ტერიტორიაზე კვლავ მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, დაწესებულია კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე.  თუმცა, ალმათის რეგიონში კომენდანტის საათის ხანგრძლივობა შემცირდება.

განვითარებული მოვლენების შემდეგ გუშინ პირველად ჩავიდა ქალაქში ყაზახეთის პრეზიდენტი. რამდენიმე დღიანი დაპირისპირებების შემდეგ, ახლა ქვეყანაში შედარებით სიმშვიდეა. ბოლო მონაცემებით, დაკავებულთა რიცხვმა 12 ათასს გადააჭარბა.

დღის ამბები