09 სექტემბერი 2026,   06:18
ვრცლად
სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის დაკისრებული ჯარიმა - საქალაქო სასამართლოში პენიტენციური სამსახურის სარჩელზეც მსჯელობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში პენიტენციური სამსახურის სარჩელზეც მსჯელობენ. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერების გავრცელებისთვის ინსპექტორის მიერ გამოწერილ ჯარიმას.

წინა სხდომაზე სასამართლომ ამავე მიზეზით იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებული ჯარიმა გააუქმა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის დარღვევა ვერ დაადგინა.

"გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის არის ერთი. ერთიანად იქნა გამოტანილი ორივე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში. მოგახსენეთ, რომ გადაწყვეტილება არის დასაბუთებული. იმედს ვიტოვებთ რა თქმა უნდა იმისა, რომ გადაწყვეტილება მოცემულ შემთხვევაში დარჩება ძალაში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გასაჩივრებული იქნება ზემდგომ ინსტანციაში. დაველოდოთ დღევანდელ სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში თუ დღესაც სასამართლომ დააკმაყოფილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სარჩელი, რა თქმა უნდა, მოცემულ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება გასაჩივრდება," - ამბობს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი, ჯონი ჩომიაძე.

დღის ამბები