26 აპრილი 2024,   17:38
ვრცლად
ომიკრონის 1 შემთხვევის გამო პეკინში სრული მობილიზაციაა - დაიკეტა შენობები, ხალხი სამსახურებსა და სახლებში ჩაკეტეს

ჩინეთის დედაქალაქში ომიკრონის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. CNN-ის ინფორმაციით, შენობაში, სადაც ინფექცია დადასტურდა, თეთრეული და ბალიშები შეიტანეს - შენობაში ლოკდაუნი გამოცხადდა. პეკინში 2 კვირაში ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება და ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, კორონავირუსის გავრცელება შეაჩეროს. 

შენობაში, რომელიც ქალაქის დასავლეთით მდებარეობს, ყველა ადამიანს ჩაუტარეს ტესტი. ინფიცირებული თანამშრომელი - ქალია, მას სხვა ქალაქებში ომიკრონით დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტი არ ჰქონია და პეკინი, ბოლო 14 დღის განმავლობაში, არ დაუტოვებია. ამის გამო კი ხელისუფლება შიშობს, რომ ვირუსი, შესაძლოა, უკვე დედაქალაქის მოსახლეობაშიც ვრცელდებოდეს. 

ჩინეთი ცდილობს კოვიდის არცერთი შემთვევა არ გამოეპაროს, მოსახლეობაში ატარებენ მასობრივ ტესტირებებს, აწესებენ ლოკდაუნებს და ქვეყანაში ჩასული მოქალაქეებისთვის ხანგრძლივ კარანტინს აწესებენ. 

მას შემდეგ, რაც პეკინში პირველი შემთხვევა აღმოაჩინეს, ხელისუფლებამ ზომების მიღება დაიწყო - აწესებენ ლოკდაუნებს ცალკეულ რისკის  შემცველ უბნებში, ატარებენ მასობრივ ტესტირებას. 

საცხოვრებელი სახლი, სადაც ინფიცირებული ქალი ცხოვრობს, ოლიმპიური პარკიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს. ტერიტორია მთლიანად შემოღობილია, იქ შესვლის, ან იქიდან გამოსვლის უფლება არავის აქვს. დაკეტილია ქალის სამუშაო ადგილიც, გარეთ კი დიდი კარვებია გაშლილი, სადაც კოვიდტესტირება ტარდება. 

მედიაში გამოქვეყნდა ყველა მაღაზია თუ საჯარო სივრცის ადგილმდებარეობა, სადაც ინფიცირებული ქალი იმყოფებოდა. გრძელ სიაში მოხვდა მეტრისადგურები, საჯარო აბაზანები, სუპერმარკეტი, სავაჭრო ცენტრი და დიორის მაღაია, ცნობილი რესტორანი, კინოთეატრი, სილამაზის სალონი, სათხილამურო პარკი. ამ ადგილებთან დაკავშირებული 16 ათასზე მეტი ადამიანი უკვე გატესტეს, ყველა მათგანი კოვიდუარყოფითია. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ქალს კოვიდი საერთაშორისო გზავნილის მიღების შედეგად გადაედო, თუმცა როგორც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, ზედაპირიდან ვირუსის გავრცელების შანსი დაბალია. 

დღის ამბები