21 მაისი 2022,   16:50
ვრცლად
გახუთმაგებული რეინფექციების ალბათობა - ეპიდემიოლოგები 2-3 კვირაში დღეში ათეულობით ათას შემთხვევას პროგნოზირებენ

ორწლიანი პანდემიის განმავლობაში დღიური რეკორდი მოხსნილია და პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ეპიდემიოლოგები 2-3 კვირაში დღეში ათეულობით ათას ახლადდაინფიცირებულს პროგნოზირებენ.

ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, ვაქცინის ბუსტერდოზით აიცრან, რაც მათ კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობისაგან დაიცავთ. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად რეკომენდაციები უცვლელია - პირბადე, სოციალური დისტანცია და თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება.

"ეპიდსიტუაცია საყურადღებოა და ძირითადად, ეს დაკავშირებულია ახალ შტამთან. ვიცით, რომ ის საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და ამაზე მიუთითებს საქართველოში არსებული სტატისტიკა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გვირჩევენ. პირველია, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესი, იმიტომ რომ სრული ვაქცინაცია იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან," - ამბობს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა.

ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, ნათია გორდაძე ამბობს, რომ ომიკრონი სხვა შტამებისგან განსხვავდება იმით, რომ ამ შემთხვევაში გახუთმაგებულია რეინფექციების ალბათობა. ის მოსახლეობას ე.წ. ბუსტერ დოზით აცრისაკენ მოუწოდებს.

დღის ამბები