ბათუმში რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვს. გაწმენდითი სამუშაოები მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება. უწყვეტ რეჟიმში იწმინდება გზები და ტროტუარები, ასევე, შტორმისგან დაბინძურებული სანაპირო. მიმდინარეობს ხე-მცენარეების თოვლისგან გათავისუფლების სამუშაოები. რეგულარულად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები.
გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია 300-მდე თანამშრომელი და სპეციალური ტექნიკა. მერიის სამსახურები განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას.